ტაროსკოპი: სექტემბერი, 2017


ვერძი

სექტემბერში ფინანსური კუთხით სხვადასხვა გართულებები გელოდებათ. გაგიჭირდებათ წამოწყებული საქმიანობის დასრულება ან ახალ კარიერულ საფეხურზე გადასვლა. ბიზნეს პარტნიორების იმედი ნაკლებად გქონდეთ. ნებისმიერი ფინანსური საკითხის მოგვარება თქვენ მოგიწევთ სხვების დახმარების გარეშე. მოერიდეთ ფულის არაგონივრულად ხარჯვას, გააკეთეთ ეკონომია. სასიყვარულო კუთხით მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან გაუცხოება, გრძნობების გაციება და ჩამოშორება. ეს რომ არ მოხდეს, ნუ აღმართავთ თქვენს შორის უხილავ კედელს. ხშირად ეკონტაქტეთ პარტნიორს და ერთობლივ შეთანხმებებს მიაღწიეთ ამა თუ იმ საკითხში. ეს თვე ზოგადად ცოდნის გაღრმავებას დაუთმეთ. შეისწავლეთ ის, რაც გაინტერესებდათ, მაგრამ აქამდე ვერ ახერხებდით სწავლას გარკვეული მიზეზების გამო. იზრუნეთ სულიერ განვითარებაზე, მოიპოვეთ შინაგანი ჰარმონია და თქვენი ცოდნა და გამოცდილება გარშემომყოფებს გაუზიარეთ.

კურო

ამ თვეში სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორსაც იმსახურებთ. თუკი აქამდე საკმარისი ძალისხმევა გამოიჩინეთ რაიმე მიზნის მისაღწევად, თქვენი მცდელობები სათანადოდ დაგიფასდებათ. ფინანსური თვალსაზრისით შესაძლოა, არასტაბილურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. არავის ენდოთ მხოლოდ სიტყვაზე. არსებობს რისკი, რომ მოტყუებული აღმოჩნდეთ ბიზნეს პარტნიორების ან თანამშრომლების მიერ. ყურადღება მიაქციეთ იურიდიულ საკითხებსაც და დროულად მოაგვარეთ მცირედი პრობლემები, რომ მომავალში სერიოზულ გართულებებამდე არ მიხვიდეთ. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში მეტი სითბო გამოიჩინეთ. შეიძლება, გქონდეთ იმის განცდა, რომ პარტნიორი თქვენს მიმართ საკმარის სიყვარულს არ ამჟღავნებს, მაგრამ ეცადეთ, ანალოგიურად არ მოექცეთ მას. ასეთი პერიოდი მალე გაივლის, ამიტომ ნუ შექმნით დაძაბულობას თქვენს შორის.

ტყუპები

ეს თვე თქვენი პიროვნული თვისებების გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ. ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და ეცადეთ, მოიშოროთ სხვადასხვა მავნე ჩვევები. შესაძლებელია, თავიდან ეს ძალიან გაგიჭირდეთ, მაგრამ გამოიჩინეთ ნებისყოფა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. თქვენი სასიყვარულო სფერო სრულიად ახალ ეტაპზე გადავა. საშუალება გექნებათ, დაივიწყოთ ძველი წყენები და საყვარელ ადამიანთან ერთად აბსოლუტურად ახალი და გაცილებით უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ. თუმცა, თუკი თქვენს შორის საკმაოდ რთული პრობლემები არსებობს, არის იმის რისკიც, რომ ცხოვრება ერთმანეთის გარეშე განაგრძოთ და აღარასოდეს აღადგინოთ ურთიერთობა. ფინანსური კუთხით გაგიძნელდებათ სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება. არ აიღოთ ვალები და არ წამოიწყოთ ახალი ბიზნესი არც თუ ისე სანდო პარტნიორებთან. შესაძლებელია, ისეთი დეტალი ვერ გათვალოთ, რაც მომავალში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს გამოიწვევს. იმოქმედეთ ყურადღებით და სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაწყვეტილებების მიღების დროს.

კირჩხიბი

სექტემბერში ეცადეთ, შეინარჩუნოთ სამართლიანობა აბსოლუტურად ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში. ეს თავიდან აგარიდებთ სხვადასხვა სახის გართულებებს და შეგინარჩუნებთ კარგ რეპუტაციას. კარგი დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლადაც. თუკი უსამართლობის მსხვერპლი გახდით, შეძლებთ, რომ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. სასიყვარულო კუთხით მოსალოდნელია  იმედგაცრუებები. ის, რის გამოც ადრე თვალები დახუჭეთ, ახლა ნეგატიური კუთხით გამოავლენს თავს და გაგირთულებთ პარტნიორთან ურთიერთობას. იმისთვის, რომ განამტკიცოთ თქვენი კავშირი, ნაკლები შეცდომები დაუშვით საყვარელ ადამიანთან მიმართებაში და უარყოფით ემოციებს არ აჰყვეთ. ფინანსური კუთხით შეძლებთ სტაბილურობის მოპოვებას და შენარჩუნებას. შესაძლებელია, გამოგიჩნდეთ დამატებითი შემოსავლის წყაროებიც, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ კეთილდღეობას

ლომი

ფინანსური კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატება გელოდებათ. არის შანსი, რომ ლიდერის პოზიცია დაიკავოთ და სიტუაცია სწორედ ისე წარმართოთ, როგორც თავად გსურთ. შეძლებთ არამარტო ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებას, არამედ, შენარჩუნებასაც. შესაძლოა, გამოგიჩნდეთ ახალი სამსახური ან მიიღოთ ახალი ბიზნეს შემოთავაზებები. სასიყვარულო ურთიერთობაში დაძაბულობაა მოსალოდნელი. საყვარელი ადამიანი დისკომფორტის საფუძველი გახდება და მასთან ურთიერთობა თქვენთვის აღარ იქნება სასიამოვნო. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ეცადეთ, თავად შეიტანოთ თქვენს კავშირში დადებითი ემოციები და არ დაელოდოთ პარტნიორის ინიციატივას. ეს თვე თქვენთვის საკმაოდ აქტიური იქნება. გელოდებათ სხვადასხვა სახის წინსვლები. კარგი დროა მოგზაურობისთვის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვისაც. ეცადეთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ.

ქალწული

სექტემბერში მოგიწევთ შინაგანი ძალის გამომჟღავნება. შესაძლოა, სიტუაცია არც თუ ისე სასიამოვნოდ წარიმართოს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში, ამიტომ თქვენი სიმტკიცე ამ შემთხვევაში ძალიან გამოგადგებათ. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი. თქვენ გაქვთ იმის უნარი, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ. ფინანსური განხრით მოსალოდნელია სერიოზული გართულებები. არსებობს იმის რისკი, რომ დაკარგოთ სამსახური ან არც თუ ისე პატარა თანხა, ამიტომ იმოქმედეთ ყურადღებით და სიფრთხილით. თუკი ჯერ კიდევ სამსახურის ძიების პროცესში ხართ ან ცდილობთ ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას, ამ თვეში ფაქტიურად 0-დან შეძლებთ ყველაფრის დაწყებას, თუკი შანსებს ხელიდან არ გაუშვებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თქვენთვის გაცილებით უფრო ჰარმონიული და სასიამოვნო გახდება, ვიდრე აქამდე იყო. საჭიროების შემთხვევაში წადით დათმობებზე და არ ჩაიდოთ გულში წყენები. თქვენი კავშირი უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ.

სასწორი

ამ თვეში შესაძლოა, ისე ვერ წარმართოთ თქვენი ცხოვრება, როგორც ისურვებდით. პატარ-პატარა გართულებები წინსვლაში შეგიშლით ხელს და დისკომფორტის განცდას მოგიტანთ, მაგრამ ეცადეთ, არ შეწყვიტოთ მოქმედება და საშუალება არ მისცეთ უსიამოვნებებს, რომ მოტივაცია დაგიკარგონ. ფინანსური კუთხით სრული განახლებებია მოსალოდნელი. ეს იქნება პერიოდი, როცა მოგიწევთ უარის თქმა თანხის მოპოვების გამოცდილ მეთოდებზე და ახალი მეთოდების შემუშავება. არსებობს ალბათობა, რომ დაკარგოთ ძველი სამსახურიც, მაგრამ დაიწყოთ მუშაობა ახალ ადგილზე. ერთი შეხედვით უარყოფითი ცვლილებები საბოლოოდ დადებით შედეგებს მოგიტანთ, ამიტომ პესიმისტურად ნუ განეწყობით. სასიყვარულო ურთიერთობებში ეცადეთ, დაიცვათ ზღვარი და სიყვარულის მუდმივი გაცემით პარტნიორს თავი არ მოაბეზროთ. პატივი ეცით პირად სივრცეს და ჰარმონიულ ურთიერთობას შეინარჩუნებთ.

მორიელი

სექტემბერში ბევრი რამ თავის ადგილზე დადგება. გაგიადვილდებათ ამა თუ იმ საკითხის გაანალიზება და სწორედ შეფასება. საშუალება გექნებათ, მიიღოთ ის, რაც დაიმსახურეთ, ხოლო თქვენი ყოველი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება სიტუაციის გაუმჯობესებისკენ, სასურველ შედეგებს მოგიტანთ. კარგი პერიოდია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და სამართლიანობის აღსადგენად. სასიყვარულო სფეროში დადებითი ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი. თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, შესაძლოა, მიხვიდეთ ურთიერთობის გაწყვეტამდეც. მოერიდეთ კონფლიქტებს, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ ყველაზე უმნიშვნელო შეცდომამაც კი სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ფინანსური კუთხით სიახლეები გელოდებათ. შეიძლება, მიიღოთ შემოთავაზება ახალ სამსახურში მუშაობის დასაწყებად ან თავად წამოიწყოთ ახალი საქმიანობა. მატერიალური კეთილდღეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, თუმცა, ეცადეთ, თანხა გონივრულად ხარჯოთ და ნაკლებად აჰყვეთ ემოციებს.

მშვილდოსანი

ეს თვე დაძაბული აღმოჩნდება თქვენთვის. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეინარჩუნეთ და ეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ, სხვების დახმარების იმედზე. შესაძლოა, გაგიჭირდეთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, ამიტომ ეძებეთ სხვა გზები მიზნის მისაღწევად. თუკი არ გაქვთ სტაბილური ფინანსური მდგომარეობა, ამ თვეში საშუალება მოგეცემათ, თანდათან გააუმჯობესოთ სიტუაცია. მთავარია, ამისთვის საკმარისი ძალისხმევა გამოიჩინოთ და ერთი შეხედვით უმნიშვნელო შანსები ხელიდან არ გაუშვათ. სასიყვარულო სფეროში გაცილებით უფრო გაგიადვილდებათ სტაბილურობის და ჰარმონიის შენარჩუნება. კარგი პერიოდია დაქორწინებისთვისაც. კონფლიქტების მოგვარებას დიალოგებით და პრობლემის ერთობლივი განხილვით შეძლებთ, ამიტომ იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს გაუნაწყენდეთ, ნეგატიური ემოციები დაამარცხეთ და ერთმანეთს მოუსმინეთ.

თხის რქა

სექტემბერში თქვენი ფინანსური აღმავლობა დაიწყება. რაც უფრო მეტი ოპტიმიზმით და შემართებით განეწყობით, უფრო სწრაფად მოიპოვებთ წარმატებას. მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება და შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენა. მიუხედავად სხვადასხვა წარმატებებისა, გექნებათ სურვილი, რომ პასიური მდგომარეობა შეინარჩუნოთ და ნაკლები ძალისხმევა გამოიჩინოთ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეცადეთ, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იმ შემთხვევაში, თუკი ხედავთ, რომ შეგიძლიათ სიტუაციის მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეინარჩუნეთ დამკვირვებლის როლი, რათა მდგომარეობა არ გაართულოთ. სასიყვარულო კუთხით გექნებათ სურვილი, რომ დაშორდეთ საყვარელ ადამიანს ან პირიქით, შეცვალოთ რაიმე უკეთესობისკენ, მაგრამ ამ მხრივ გაგიჭირდებათ ცვლილებების მიღება. უმჯობესია, კარგად დაფიქრდეთ და გააანალიზოთ, რა პლუსები/მინუსები შეიძლება ჰქონდეს თქვენს გადაწყვეტილებას და რამდენად გიღირთ ამგვარი მოქმედებები.

მერწყული

ამ თვეში გაგიჭირდებათ ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება. გექნებათ განცდა, რომ თქვენს ქმედებებს რაიმე მიზნის მისაღწევად სასურველი შედეგები არ მოაქვს და თქვენი მცდელობები ფუჭია. თუმცა, ეს დროებითია და მალე თქვენი ძალისხმევის შედეგებსაც დაინახავთ. ფინანსური კუთხით მცირედი გართულებები გელოდებათ. შეიძლება, სწორად ვერ გათვალოთ ხარჯები, რაც შეგიქმნით სხვადასხვა პრობლემებს, ამიტომ გამოიჩინეთ გონიერება და არ მიიღოთ სრაფი გადაწყვეტილებები ფინანსურ საკითხებში. სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია ვნების გაძლიერება პარტნიორის მიმართ, რამაც შესაძლოა, თავი ორგვარად წარმოაჩინოს. დადებით შემთხვევაში ვნება უფრო განამტკიცებს თქვენს კავშირს, ხოლო უარყოფით შემთხვევაში მოსალოდნელია აგრესიის გამოვლენა საყვარელი ადამიანის მიმართ. აკონტროლეთ ემოციები და ვნებას დადებითი მიმართულება მიეცით.

თევზები

სექტემბერი თქვენთვის სასიამოვნოდ წარიმართება. მოგეცემათ საშუალება, გაიღრმავოთ ცოდნა იმ საკითხის შესახებ, რაც გაინტერესებთ. ყურადღება დაუთმეთ თვითგანვითარებას, მედიტაციას, იოგას. არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან რჩევებს მოგცემთ სხვადასხვა საკითხებში და გასწავლით იმას, რაც მომავალში გამოგადგებათ. შეიძლება, დაიწყოთ ახალ სამსახურში მუშაობა ან გაგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყაროები. თუმცა, მოერიდეთ ფულის არაგონივრულად ხარჯვას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ბევრად უფრო ჰარმონიული და სტაბილური გახდება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პარტნიორის მიმართ მეტი სითბო გამოხატეთ. თუკი აქამდე თქვენი კავშირი პრობლემური იყო, თქვენი ინიციატივით მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების შეტანას მოახერხებთ ამ ურთიერთობაში.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s