“მარტოობისგან თავის დაღწევა”


უამრავი ადამიანი იტანჯება მარტოობით. უამრავი ადამიანი კარგავს მომავლის იმედს, რადგან თავის ცხოვრების დიდ დროს ისეთი ხალხის გარემოცვაში ატარებს, რომლებთანაც საერთოს ვერ პოულობს. ვინ დათვლის, რამდენი დღე და ღამე გაუტარებიათ მწუხარე ფიქრებში, რამდენჯერ ყოფილან დეპრესიაში და რამდენჯერ დაუყრიათ ფარ-ხმალი. თუმცა, ალბათ, ასეთ დროს რთულია იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ მარტოობაში ისევ და ისევ ჩვენ მიგვიძღვის ბრალი.

ფსიქოლოგიური პრობლემები – აი, სწორედ ეს გვიშლის ხელს, თავი დავაღწიოთ მარტოობას და ვიპოვნოთ ისეთი პიროვნება, რომელთანაც თავს არაჩვეულებრივად, ბრწყინვალედ ვიგრძნობთ. ზოგჯერ შიში გვაკავებს, ზოგჯერ – კომპლექსი, ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ სასურველ ადამიანს დავუახლოვდეთ. თითქოს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უეცრად სიტუაცია იცვლება და ისევ მარტო ვრჩებით… გულის სიღრმეში ისევ საკუთად თავს ვადანაშაულებთ, რადგან სადღაც რაღაც შეცდომა დავუშვით, თუმცა, ვერ ვხვდებით – სად და რა…

თუ თქვენ გაწუხებთ მარტოობა და ფიქრობთ, რომ ეს გარკვეულწილად თქვენი ბრალია, სიტუაციაში გასარკვევად გთავაზობთ ტაროთი კონსულტაციის მეთოდს, რომელიც უკეთესად დაგანახებთ თქვენს პლუსებს, მინუსებს, შესაძლებლობებს, პრობლემის საფუძველს, ხელის შემშლელ ფაქტორებს და ზოგადად ყველაფერ იმას, რის გამოც ასეთ მდგომარეობაში იმყოფებით. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, გააცნობიეროთ, თუ რა არის თქვენი მარტოობის მიზეზი და რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში. ხოლო თუ მიღებულ ინფორმაციას სწორად გამოიყენებთ, თანდათან შეძლებთ მარტოობისგან თავის დაღწევას.

ფასი: 30 ლარი

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s