ტაროსკოპი: აპრილი, 2017


ვერძი

აპრილში ფინანსური კუთხით მდგომარეობა დაგისტაბილურდებათ. შეიძლება, მოძებნოთ ახალი, კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ან განამტკიცოთ თქვენი პოზიციები ამჟამინდელ სამსახურში. კარგი დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლადაც. სასიყვარულო კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ. არსებობს სრულიად განსხვავებული ცხოვრების დაწყების პერსპექტივა, რაც მოიაზრებს როგორც ახალი სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყებას, ასევე საყვარელ ადამიანთან ერთად ურთიერთობის მომდევნო საფეხურზე გადასვლას. ამ მხრივ არჩევანი თქვენზე იქნება დამოკიდებული. აპრილი ზოგადად აქტიური თვე იქნება თქვენთვის. ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც წამოიწყებთ თუნდაც ჰობის დონეზე, მნიშვნელოვან წარმატებას მოგიტანთ გარკვეული პერიოდის შემდეგ. მიჰყევით თქვენს ინტერესებს, გაიღრმავეთ ცოდნა ამა თუ იმ კუთხით და სიზარმაცეს საშუალება არ მისცეთ, რომ უარი გათქმევინოთ მოქმედებაზე.

კურო

ეს თვე თქვენთვის სიახლეების მომტანი იქნება. მოსალოდნელია მოგზაურობა, ახალი საქმის წამოწყება, წინსვლა რაიმე სფეროში და სხვადასხვა მიზნების მიღწევა. საქმე, რომელიც აქამდე ვერ დაასრულეთ გარკვეული მიზეზების გამო, აპრილში დიდი ალბათობით დასრულდება და შესაბამის შედეგებს მოგიტანთ. ფინანსური კუთხით შესაძლოა, მდგომარეობა გაუარესდეს და არ მოგეცეთ საშუალება, რომ შემოსავალი გაზარდოთ ან სიტუაცია დაასტაბილუროთ. ეცადეთ, მაქსიმალურად აკონტროლოთ თქვენი შემოსავალ-გასავალი, მოერიდოთ ზედმეტ ხარჯებს და არ გარისკოთ. სასიყვარულო კუთხით თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან უფრო მეტად განმტკიცდება, უფრო დაახლოვდებით და შესაძლოა, დაქორწინებაც კი გადაწყვიტოთ. თქვენი კავშირი უფრო მეტად ჰარმონიული გახდება, ვიდრე აქამდე იყო.

ტყუპები

ამ თვეში სხვადასხვა სახის სირთულეების წარმოქმნის საფრთხე არსებობს. გაჩნდება მოულოდნელი პრობლემები, მოიმატებს უიღბლობა, გაგიჭირდებათ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. თქვენი რისკი გაუმართლებელი აღმოჩნდება, ხოლო დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები მდგომარეობას უფრო მეტად გააუარესებს. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი და საქმიანი ურთიერთობების გაუარესება თანამშრომლებთან. გამოიჩინეთ ყურადღება, მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას. შეიძლება, ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საყვარელ ადამიანთან შექმნილმა კონფლიქტურმა სიტუაციებმა შეიძლება საბოლოოდ გაანადგუროს თქვენი ურთიერთობა, ამიტომ ეცადეთ, არ გაამწვავოთ სიტუაცია, წახვიდეთ გონივრულ დათმობებზე და შესთავაზოთ პარტნიორს ურთიერთობაში დადებითი ცვლილებების შეტანა. თქვენი მოთმინებით გაცილებით მეტს მოიგებთ, ვიდრე აგრესიით ან წყენით.

კირჩხიბი

ფინანსური კუთხით გარკვეული შეფერხებებია მოსალოდნელი. შეიძლება, ადრე დაშვებულმა შეცდომებმა ახლა იჩინოს თავი და თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ თუკი მოძებნით ამ პრობლემების სათავეს საკუთარ თავში, ყველაფერს გამოასწორებთ. სასიყვარულო კუთხით ეცადეთ, ნაკლები ძალისხმევა გამოიჩინოთ პარტნიორთან დასაახლოებლად ან კავშირის გასამყარებლად. არაა გამორიცხული, ზედმეტი მცდელობებით უფრო დაგეძაბოთ ურთიერთობა. ნუ იქნებით მოსაბეზრებელი, საყვარელ ადამიანს საშუალება მიეცით, რომ პირად სივრცეში განმარტოვდეს, როცა ამის სურვილი გაუჩნდება. თუკი მას თქვენი სიყვარულით არ “დაახრჩობთ”, ყველაფერი მწყობრში ჩადგება. ზოგადად თავშეკავება გამოიჩინეთ ყველაფერში და მიზნის მისაღწევად ნუ დახარჯავთ ბევრ ენერგიას არაერთი მცდელობებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავდაუზოგავი მოქმედებებით ამ თვეში მიზნებს მიაღწიოთ. უმჯობესია, პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნოთ და შინაგანი ბალანსი შეინარჩუნოთ, რომ უკეთეს გამოსავალს მიაგნოთ.

ლომი

თუკი აპრილში ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავთ, ეს იდეა მომავლისთვის გადადეთ. უმჯობესია, გააცნობიეროთ, წარსულის რომელი დეტალები არ გაძლევენ წინსვლის საშუალებას, მოიშოროთ ეს დეტალები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ახალი ცხოვრება. ნუ წამოიწყებთ ახალ პროექტებს, ნუ დაიწყებთ ახალი სამსახურის ძიებას და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. არსებობს საფრთხე, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვათ. ფინანსური კუთხით სტაბილურობას მოიპოვებთ და შეინარჩუნებთ. ეცადეთ, დახმარებისთვის გამოცდილ და სანდო ადამიანებს მიმართოთ. მათ შეუძლიათ, მნიშვნელოვანი რჩევა მოგცენ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სასიყვარულო კუთხით უკეთესი იქნება, თუკი მთელ კონცენტრირებას საკუთარ თავზე მოახდენთ, საკუთარ თვისებებზე და ამ თვისებების გაუმჯობესებაზე იზრუნებთ, რომ შემდეგ პარტნიორთან ძალიან ძლიერი და ჰარმონიული კავშირი ჩამოაყალიბოთ. იმის მაგივრად, რომ საყვარელი ადამიანი დაადანაშაულოთ რამეში, უმჯობესია, დაფიქრეთ იმაზე, თუ რა გაქვთ გამოსასწორებელი საკუთარ ხასიათში. ასე უფრო განამტკიცებთ თქვენს ურთიერთობას.

ქალწული

აპრილში შეიძლება, გაგიმძაფრდეთ დისკომფორტის შეგრძნება და გაგიჩნდეთ განცდა, რომ თქვენი ცხოვრების გარკვეული სფეროები გასაუმჯობესებელია. თუკი რაიმე არ გაკმაყოფილებთ, ნუ დაელოდებით ცვლილებებს – თავად იზრუნეთ სასურველი შედეგების მისაღებად. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში გამოიჩინეთ ალტრუიზმი. მაქსიმალურად მოერიდეთ ეგოისტურ საქციელებს და მოუსმინეთ პარტნიორს, გაიგეთ, რა სურს მას. იზრუნეთ თქვენი უარყოფითი თვისებების გამოსწორებაზე, თუ გსურთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა უფრო მეტად გააძლიეროთ. ფინანსური კუთხით სტაბილურ სიტუაციას შეინარჩუნებთ. სხვადასხვა პრობლემები ადვილად მოგვარდება, ხოლო თქვენ შეძლებთ, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გქონდეთ კარიერაში. თუკი მოსაგვარებელი გაქვთ იურიდიული საკითხები, აუცილებლად მიხედეთ ამ სფეროს. კარგი პერიოდია ვალების დასაბრუნებლადაც და სამსახურში დაწინაურებისთვისაც.

სასწორი

აპრილში მოგიწევთ საკუთარ შეცდომებზე პასუხისგება, მაგრამ ამით საერთო სიტუაცია არ გამოსწორდება. ეცადეთ, ყურადღება გამოიჩინოთ და თავიდან აირიდოთ ასეთი შეცდომები. შესაძლებელია, თქვენს მიერ ნათქვამი უწყინარი ფრაზაც კი არასწორად იქნას გაგებული. არსებობს რისკი, რომ გარშემომყოფებმა პრობლემები შეგიქმნან და ცხოვრება გაგირთულონ, ამიტომ ენდეთ თქვენს ინტუიციას და თუკი კონკრეტული პიროვნება თქვენში უსიამოვნო განცდებს იწვევს, მასთან უბრალო საუბარზეც კი უარი თქვით. მოსალოდნელია კონტროლის დაკარგვა საკუთარ ფინანსებზე, ამიტომ სანამ რაიმეს დათანხმდებით, კარგად გააცნობიერეთ, რა უსიამოვნება შეიძლება მოგიტანონ ფინანსურმა გარიგებებმა. სასიყვარულო კუთხით ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ. გექნებათ შესანიშნავი საშუალება, რომ ზუსტად ისე წარმართოთ სასიყვარულო ურთიერთობა, როგორც თავად გსურთ. იყავით მოქნილი, მოუსმინეთ პარტნიორს, გაითვალისწინეთ მისი აზრები, მაგრამ იმოქმედეთ საკუთარი შეხედულებების შესაბამისადაც.

მორიელი

აპრილი თქვენთვის განახლების და ახალი ცხოვრების დაწყების თვედ იქცევა. საშუალება მოგეცემათ, რომ წარსულისგან სამუდამოდ დააღწიოთ თავი და ნაბიჯი წინ გადადგათ. ნუ შეგაფერხებთ ცვლილებების და გაურკვევლობის შიში – ყველაფერი, რაც მოხდება, საბოლოოდ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს მოგიტანთ. ფინანსური კუთხით მოერიდეთ რისკზე წასვლას და ფულის არაგონივრულად ხარჯვას. გვიან მიხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, მაგრამ ამ შეცდომის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ვალების გაცემას და აღებას, რადგან დიდი ალბათობით მოგვიანებით ეს სანანებელი გაგიხდებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ. გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ თქვენი ურთიერთობა უფრო მეტად დაასტაბილუროთ და გაამრავალფეროვნოთ. სხვადასხვა გაუგებრობების და პრობლემების მოგვარებას ადვილად შეძლებთ, ამიტომ როგორ მწვავედაც არ უნდა გეჩვენებოდეთ სიტუაცია, მოქმედება არ შეწყვიტოთ.

მშვილდოსანი

ფინანსური კუთხით ეს თვე თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება. დროა, რომ გააქტიურდეთ და გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. რაც უფრო სწორად დასახავთ მოქმედების გეგმას, უფრო სწრაფად მიაღწევთ მიზნებს, გაზრდით შემოსავალს და გაიმყარებთ პოზიციებს სამსახურში. თუ ჯერჯერობით არ მუშაობთ, იმის შანსი, რომ სამსახური მოძებნოთ, ამ თვეში მაღალია. წამოიწყეთ ახალი საქმიანობა და თამამად განახორციელეთ ბიზნეს-იდეები. სასიყვარულო კუთხით ეცადეთ, ნაკლებად იაქტიუროთ. თქვენს მიერ გამოჩენილი ინიციატივა შესაძლოა, უარყოფითად აღიქვას თქვენმა პარტნიორმა. ნუ გამოიწვევთ კონფლიქტურ სიტუაციებს, ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. შეიძლება, თვლით, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა, მაგრამ გარემო ფაქტორები ხელს შეგიშლიან სიტუაციის რეალურად კონტროლში. არსებობს იმის ალბათობა, რომ მოგიწიოთ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. შესაძლებელია, შეცდომებმა, რომლებიც წარსულში დაუშვით, ახლა შეგახსენონ თავი, მაგრამ საშუალება არ მოგეცეთ, რომ ისინი გამოასწოროთ. ასეთ სიტუაციაში ეცადეთ, გააცნობიეროთ ცხოვრებისეული გაკვეთილი და ზედმეტი სინანულის გარეშე განაგრძოთ წინსვლა.

თხის რქა

ეს თვე თქვენთვის მშვიდი იქნება. ფინანსური კუთხით მოსალოდნელია სტაბილურობის მოპოვება და შენარჩუნება. სამსახური გაცილებით უფრო მეტი კომფორტის მომტანი გახდება თქვენთვის, ვიდრე აქამდე იყო. შესაძლებელია, გაგიჩნდეთ ახალი ბიზნეს-იდეები, რომლებსაც თუ განახორციელებთ, გაცილებით მეტი წინსვლა გექნებათ კარიერაში. სასიყვარულო ურთიერთობაში ეცადეთ ბალანსის შენარჩუნებას პარტნიორთან მიმართებაში. არ ჩამოშორდეთ საყვარელ ადამიანს სხვადასხვა სირთულეების მიუხედავად, თუმცა, არც ზედმეტი ყურადღება და სიყვარულის დაუსრულებელი გამოვლენა იქნება თქვენი მხრიდან გამართლებული. ეცადეთ, თქვენი ურთიერთობა სხვა ცხოვრებისეულ პრობლემებს არ შესწიროთ. აპრილში საშუალება გექნებათ, გააანალიზოთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა დეტალები და გადააფასოთ ღირებულებები, რაც დაგეხმარებათ, სწორი მიმართულებით განაგრძოთ წინსვლა და მომავალში იგივე შეცდომები აღარ გაიმეოროთ.

მერწყული

აპრილში მოემზადეთ ახალი ცხოვრების დასაწყებად. ეს იქნება იდეალური პერიოდი, როცა შეძლებთ წარსულისგან სამუდამოდ გათავისუფლებას და ნაბიჯის წინ გადადგმას. შესაძლებელია, ცვლილებებმა თქვენში დისკომფორტი გამოიწვიონ, მაგრამ მათი საშუალებით თქვენს ცხოვრებას აბსოლუტურად განსხვავებულ მიმართულებას მისცემთ. ფინანსური კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას აკეთებდით აქამდე შემოსავლის გასაზრდელად ან დასტაბილურებისთვის. თუკი საკმარისი ძალისხმევა გამოავლინეთ, ელოდეთ სასიამოვნო შედეგებს. სასიყვარულო კუთხით მოსალოდნელია სხვადასხვა გართულებები, მაგრამ მათ ადვილად მოაგვარებთ, თუკი პირველ რიგში საკუთარ თავს, საკუთარ ხასიათს ჩაუღრმავდებით. იზრუნეთ თქვენი უარყოფითი თვისებების გამოსწორებაზე იმის მაგივრად, რომ პარტნიორი რამეში დაადანაშაულოთ. როცა დაინახავთ თქვენს ნაკლს, მოძებნით გამოსავალსაც.

თევზები

ამ თვეში ელოდეთ რადიკალურ ცვლილებებს. შესაძლოა, ასეთმა ცვლილებებმა უმტკივნეულოდ არ ჩაიაროს. არსებობს იმის საფრთხე, რომ განადგურდეს თქვენი ჩვეული ცხოვრების წესი, დაინგრას ურთიერთობები, დაკარგოთ სამსახური ან გაგიუარესდეთ ჯანმრთელობა, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან აცილებას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ გადააფასებთ საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებს. ის სფერო, რომელიც არ გაკმაყოფილებთ, თქვენივე ძალისხმევით შეცვალეთ. ფინანსური კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლები არ არის მოსალოდნელი, თუმცა, საშუალება გექნებათ, მიაგნოთ პრობლემის არსს და მდგომარეობა თანდათან გააუმჯობესოთ. სასიყვარულო სფეროში გამოიჩინეთ ინიციატივა. ნუ დაელოდებით პარტნიორის მოქმედებებს და გადადგით პირველი ნაბიჯი. თუკი გსურთ, რომ უფრო მეტად დაახლოვდეთ, თავდაპირველად სწორედ თქვენ გამოავლინეთ სიყვარული და მზრუნველობა.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s