ტოტემი ინდიელი შამანების ტრადიციებში წარმოადგენს სულს, რომელიც ადამიანს მფარველობს. ტოტემები უამრავი სახისაა და თითოეულ მათგანს გააჩნია უნიკალური, განუმეორებელი თვისება, რომელსაც თავის მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანს გადასცემს.
დამხმარე სულისგან განსხვავებით ტოტემი ნებისმიერ ადამიანს ჰყავს და მისი ამოცნობა სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება. ერთერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს ტარო.
ზოგადად ტაროლოგიის და ინდიელთა შამანური ტრადიციების ერთმანეთთან შეთავსება უჩვეულო მეთოდია სასურველი ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ იმის გამო, რომ ტაროს დანიშნულება საკმაოდ ვრცელია, მისი გამოყენება ფაქტიურად ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი. “ტაროს სალონში” საფუძვლიანად იქნა დამუშავებული ამ 2 მიმართულების გაერთიანება ტოტემის განსაზღვრისთვის და ეს მეთოდი ამჟამად ადაპტირებულია ტაროს კლასიკურ დასტაზე, რაც იმის საშუალებასაც იძლევა, რომ თვისებებთან ერთად განისაზღვროს ტოტემის გარეგნული მხარეც. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ტოტემის თვისებების გაგება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტაროს გაშლის აღნიშნული მეთოდი დაფუძნებულია ინდიელი შამანების ცოდნაზე და შამანურ ტრადიციებზე, ამიტომ შესაძლებელია, თქვენი ტოტემი გარეგნულად იყოს როგორც ცხოველი, ასევე მცენარე ან მაგიური ატრიბუტი, მაგალითად, დოლი, ფარი, ჩიბუხი, ნიღაბი და ა.შ.
ფასი: 35 ლარი