ტაროსკოპი: მარტი, 2017


ვერძი

მარტში ფინანსური კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ. გექნებათ საშუალება, რომ დაწყებული საქმეები, რომლებიც ადრე მიატოვეთ, ხელახლა წამოიწყოთ, თუმცა, გაცილებით მეტი ენთუზიაზმით მოეკიდოთ, ვიდრე პირველ მცდელობაზე. შემოსავალი ეტაპობრივად და ერთი შეხედვით ნელა, მაგრამ სტაბილურად გაგეზრდებათ. მთავარია, რომ გამოიჩინოთ მოთმინება და არ დანებდეთ. თქვენი ძალისხმევა სათანადოდ დაგიფასდებათ. სასიყვარულო კუთხით გამოიჩინეთ აქტიურობა. ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ და თქვენი კავშირი საყვარელ ადამიანთან სწორედ ისე წარმართეთ, როგორც აქამდე გსურდათ. ეცადეთ, ნუ დაელოდებით საპასუხო ნაბიჯებს ან ინიციატივას საყვარელი ადამიანისგან. ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ბევრი რამ სწორედ თქვენზე იქნება დამოკიდებული. ზოგადად ეს თვე დაუთმეთ ცოდნის გაღრმავებას და ინფორმაციის მოპოვებას იმ საკითხების შესახებ, რაც გაინტერესებთ. შესაძლოა, საჭირო მასალის გაცნობის პროცესში ისეთი იდეა გაგიჩნდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს შემოიტანს.

კურო

ფინანსური კუთხით ეს თვე გარკვეულწილად რისკებთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა, აღმოჩნდეთ ილუზიების და არასწორი წარმოდგენების ტყვეობაში, მოგატყუონ საქმიანმა პარტნიორებმა ან შეგექმნათ პრობლემები მევალეებთან დაკავშირებით. ეცადეთ, არ წამოიწყოთ ახალი საქმე მანამდე, სანამ ბოლომდე არ გაერკვევით ყველანაირ დეტალებში. ის, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ, მომავალში შესაძლოა, სერიოზული პრობლემის სათავედ იქცეს. გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ დაუჯეროთ სიტყვებს, რომლებიც საქმით არაა განმტკიცებული. სასიყვარულო კუთხით შესაძლებელია, ცოტათი გართულდეს ურთიერთობა პარტნიორთან და უსამართლოდ მოხდეს თქვენი დადანაშაულება რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სცადეთ, დაიცვათ თქვენი პოზიციები ზედმეტი კონფლიქტების გარეშე. თუკი შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მდგომარეობა მალე გამოსწორდება. მარტში ყურადღება მიაქციეთ თქვენს ინტერესებს და ეცადეთ, გამონახოთ დრო მათთვის. უკეთ შეისწავლეთ თქვენი ინტერესის სფერო და მოიძიეთ მის შესახებ მეტი ინფორმაცია. ეს ხელს შეგიწყობთ ახალი იდეების გაჩენაში და წინსვლაში.

ტყუპები

მარტი თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ, რომ თუკი თქვენს ცხოვრებაში ადგილი აქვს რაიმე უსამართლობას და ზოგადად რაიმე საკითხის უსამართლოდ წარმართვას, რაც აქამდე თქვენს სასარგებლოდ ვერ შემოაბრუნეთ, გექნებათ საშუალება, სამართლიანობა აღადგინოთ. კარგი დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლადაც. ფინანსური კუთხით მოსალოდნელია მცირედი შეფერხებები. საქმე, რომლის წარმატებით განხორციელებასაც ვარაუდობდით, დროებით არ მოგიტანთ სასურველ შედეგებს. ეცადეთ, ნაკლებად იბრძოლოთ მიზნების მისაღწევად. უმჯობესია, გამოსავალი თეორიულ დონეზე ეძებოთ, კარგად დარწმუნდეთ, რომ სწორ არჩევანს აკეთებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ რეალურ მოქმედებაზე. სასიყვარულო კუთხით ეცადეთ, პარტნიორს უფრო მეტად დაუახლოვდეთ. უკეთ გაიცანით, მოუსმინეთ, გაიგეთ მისი აზრები თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ეს ხელს შეგიწყობთ, რომ უფრო მეტად განამტკიცოთ თქვენი კავშირი და მოაგვაროთ თქვენს შორის არსებული პრობლემები.

კირჩხიბი

ეს თვე ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს თქვენს ცხოვრებაში. საკითხები, რომელთა შესახებაც მცდარი ან ბუნდოვანი წარმოდგენები გქონდათ, ახლა თქვენთვის ბევრად უფრო გასაგები გახდება. საშუალება გექნებათ, ჩამოიშოროთ უღირსი ადამიანები და მხოლოდ მათთან შეინარჩუნოთ ურთიერთობა, ვინც თქვენს გამოყენებას ან მოტყუებას არ ცდილობს. შესაძლოა, ამგვარი ცვლილებები მტკივნეული იყოს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალდება. ფინანსური კუთხით სერიოზული წარმატება გელოდებათ და ამისთვის არ მოგიწევთ დიდი რესურსების ჩადება რაიმე საქმეში. მიენდეთ იღბალს, გარისკეთ, მაგრამ გონივრულად. ნუ გაუშვებთ ხელიდან ერთი შეხედვით უმნიშვნელო შანსებს, რომლებსაც შეუძლიათ, მოგიტანონ ფინანსური მოგება ან საქმეში წინსვლა. სასიყვარულო კუთხით ეცადეთ, არ გამოიჩინოთ სისუსტე და არ აჰყვეთ ნეგატიურ ემოციებს საყვარელ ადამიანთან მიმართებაში. არ აჩქარდეთ და არ გააკეთოთ ნაადრევი დასკვნები. იყავით მაქსიმალურად გამგები და მომთმენი, რომ შეძლოთ არამარტო პარტნიორთან დაახლოება, არამედ, გადალახოთ სხვადასხვა კრიზისული სიტუაციები თქვენს ურთიერთობაში.

ლომი

მარტი თქვენთვის სხვადასხვა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. საქმეები, რომელთა დასრულებაც გადაწყვეტილი გქონდათ, დროებით შეფერხდება და საშუალება არ მოგეცემათ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ. ასევე გაგიჭირდებათ ახალი საქმის წამოწყებაც. მოსალოდნელია უთანხმოება მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან. მოგიწევთ, რომ დამოუკიდებლად გაართვათ თავი სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებს და ამისთვის სხვები არ დაიხმაროთ. ფინანსური კუთხით ნუ მიიღებთ რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებებს, რადგან არსებობს რისკი, რომ მოტყუებული და იმედგაცრუებული დარჩეთ. შესაძლებელია, ეს თქვენი შეცდომებითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ უმჯობესია, თუკი ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულად შეაფასებთ სხვადასხვა ფინანსურ საკითხებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნო და ჰარმონიული გახდება. საშუალება გექნებათ, უფრო მეტად დაახლოვდეთ და განამტკიცოთ თქვენი კავშირი. შეგიძლიათ, გაუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი ინტერესები, ჰობი და წამოიწყოთ ერთობლივი საქმიანობაც კი. რაც უფრო მეტ საერთოს აღმოაჩენთ ერთმანეთში, გაცილებით ადვილად გაუმკლავდებით სხვადასხვა რთულ სიტუაციებს.

ქალწული

ეს თვე შესაძლოა, თქვენთვის გამორჩეული აღმოჩნდეს. მოგიწევთ ძველ ჩვევებზე უარის თქმა და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემოტანა. შესაძლებელია, ამან მცირედი დისკომფორტიც შეგიქმნათ, მაგრამ ასეთი სიახლეები წინსვლის და განვითარების საშუალებას მოგცემთ. ფინანსური კუთხით სტაბილურობას მოიპოვებთ. საქმე, რომელსაც წამოიწყებთ, სასურველ შედეგებს მოგიტანთ. გაცილებით ადვილად მოახერხებთ თქვენი იდეების და გეგმების განხორციელებასაც. მთავარია, იმოქმედოთ გონივრულად და აუჩქარებლად. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, თუ გსურთ რეპუტაციის ამაღლება. სასიყვარულო კუთხით მოსალოდნელია მცირედი პრობლემები საყვარელ ადამიანთან, თუმცა, ეცადეთ, ამის გამო პესიმისტურად არ განეწყოთ. პირიქით, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი და ნაკლებად გამოავლინეთ პარტნიორის მიმართ უარყოფითი ემოციები. ამგვარი პრობლემები მალე მოგვარდება, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები სიმძაფრით აღიქვათ მოვლენები. გაეცით მეტი სითბო და სიყვარული, თუკი გსურთ, რომ სიტუაცია მალე გაუმჯობესდეს.

სასწორი

მარტი თქვენთვის აქტიური თვე იქნება. შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას, წინსვლას, განვითარებას, სხვადასხვა სახის წარმატების მოპოვებას. შეიძლება, სამოგზაუროდაც წახვიდეთ. საშუალება მოგეცემათ, თქვენს ენერგიას სწორი მიმართულება მოუძებნოთ და ნებისმიერი წამოწყებისგან შესანიშნავი შედეგები მიიღოთ. ფინანსური კუთხითაც სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. მოსალოდნელია შემოსავლის გაზრდა, დაწინაურება სამსახურში და რეპუტაციის ამაღლება. თუკი აქამდე თავდაუზოგავად შრომობდით, თქვენი შრომა დანახული და დაფასებული იქნება, ხოლო თუ არ გქონდათ სამსახური, მაგრამ ეძებდით, შანსი, რომ მარტში მუშაობა დაიწყოთ, საგრძნობლად გაიზრდება. სასიყვარულო კუთხით ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ. ნუ დაელოდებით პარტნიორისგან რაიმე ქმედებებს ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. გამოიჩინეთ ინიციატივა და ამით არამარტო განამტკიცებთ თქვენს კავშირს, არამედ, გამოასწორებთ არსებულ გართულებებს და თავიდან აირიდებთ ახალი პრობლემების გაჩენას.

მორიელი

ამ თვეში ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. არსებობს რისკი, რომ წარსულში ჩადენილი შეცდომის გამო მიიღოთ სერიოზული მატერიალური დანაკარგი ან ვეღარ შეძლოთ წინსვლა კარიერული კუთხით. ეცადეთ, იპოვნოთ ამის მიზეზები და სწორედ მიზეზების გამოსწორებაზე იზრუნოთ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს. არაა კარგი დრო ახალი საქმეების წამოსაწყებად, რადგან გაგიჭირდებათ მათი ადგილიდან დაძრა. სასიყვარულო სფეროში არსებულმა გაუგებრობებმა შესაძლოა, სერიოზული დისკომფორტი მოგიტანონ, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ამ ურთიერთობის დასრულებაზე იფიქროთ, გაუმჯობესებაზე იზრუნეთ. გამოიჩინეთ თავშეკავება, არ აჩქარდეთ, გააანალიზეთ ყველაფერი, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. ეცადეთ, პესიმიზმს არ აჰყვეთ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შეინარჩუნოთ იმედი, რწმენა, რომ მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენს განწყობას დიდი მნიშვნელობა ექნება, ამიტომ ნეგატიურ აზრებს უფლება არ მისცეთ, რომ თქვენზე გავლენა მოახდინონ.

მშვილდოსანი

მარტი რადიკალური ცვლილებების დრო იქნება თქვენთვის. მაღალია იმის შანსი, რომ ყველანაირი გეგმა, რომელიც მთელი მონდომებით გქონდათ შედგენილი რაიმე მიზნის მისაღწევად, მოულოდნელად ჩაიშალოს. ამიტომ ეცადეთ, რომ მარტში არაფერი დაგეგმოთ და არც ახალი საქმის წამოწყებაზე იზრუნოთ. ფინანსური კუთხით სიტუაცია იმის მიხედვით წარიმართება, თუ რა გააკეთეთ აქამდე მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუკი აქამდე ამაში დიდ ენერგიას დებდით, თქვენი ძალისხმევა აგინაზღაურდებათ. სხვა შემთხვევაში ნაკლებად გქონდეთ გამართლების და იღბალის იმედი. სასიყვარულო კუთხით არსებობს იმის შანსი, რომ ძველმა სიყვარულმა თავი შეგახსენოთ და თქვენთან ურთიერთობის აღდგენა მოინდომოს იმ ადამიანმა, ვინც წარსულში გიყვარდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დაშორდით. შესაძლებელია, ასეთი სურვილი თავად თქვენ გაგიჩნდეთ, მაგრამ იმის ალბათობა, რომ წარსულის სიყვარულს აწმყოში გააცოცხლებთ, ნაკლებად სავარაუდოა. უმჯობესია, კონცენტრირება მომავალზე მოახდინოთ.

თხის რქა

ზოგადად ეს თვე თქვენთვის არ იქნება იღბლიანი, ამიტომ არ გქონდეთ გამართლების იმედი. არსებობს საფრთხე, რომ სერიოზული იმედგაცრუებები გადაიტანოთ, თუკი ბედს მიენდობით. თუმცა, ასეთი პერიოდი მალე ჩაივლის და შეძლებთ ბალანსის აღდგენას თქვენს ცხოვრებაში. მთავარია, რომ არ დანებდეთ და მიზანმიმართულად იბრძოლოთ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მოერიდეთ რისკზე წასვლას და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ფინანსურ სფეროში სტაბილურობას მოიპოვებთ იმ შემთხვევაში, თუკი თავიდან აირიდებთ იურიდიული სახის გაუგებრობებს. თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგებს მოგიტანთ და საშუალება გექნებათ, აიმაღლოთ რეპუტაცია და გაიმყაროთ პოზიციები კარიერული კუთხით. კარგი პერიოდია დასაქორწინებლად ან სასიყვარულო ურთიერთობის გასამტკიცებლად. თქვენი კავშირი საყვარელი ადამიანთან უფრო ჰარმონიული და სასიამოვნო გახდება, ერთმანეთთან გაცილებით მეტ საერთოს აღმოაჩენთ, ვიდრე აქამდე გქონდათ.

მერწყული

მარტში შეიძლება, რომ გახდეთ უსამართლობის მსხვერპლი. ზოგიერთი ადამიანი ვერ დაგაფასებთ სათანადოდ და მოგექცევათ ისე, როგორ მოქცევასაც არ იმსახურებთ. ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ, რომ თავიდან აირიდოთ ასეთი მოვლენები და თუ მაინც არ გამოგივათ, ეცადეთ, ამან თქვენზე ნეგატიური გავლენა ნაკლებად მოახდინოს. შეხედეთ სიტუაციას მეორე კუთხიდან და დაინახეთ “ცუდი” მოვლენების დადებითი მხარე. ეცადეთ, ყოველი ნეგატივისგან ცხოვრებისეული გაკვეთილები მიიღოთ. ფინანსურ სფეროში გამოგადგებათ არატრადიციული მიდგომა თქვენი საქმისადმი. გააკეთეთ ის, რასაც აქამდე არ აკეთებდით გარკვეული მიზეზების გამო (მაგალითად, არ ახორციელებდით თქვენს იდეებს, რადგან ზედმეტად არასტანდარტულად გეჩვენებოდათ) – ეს წარმატებას მოგიტანთ კარიერაში. სასიყვარულო კუთხით ინიციატივა თქვენს თავზე აიღეთ და იზრუნეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. თქვენი ქმედებები სასურველ შედეგებს მოგიტანთ და უფრო მეტად დაგაახლოვებთ საყვარელ ადამიანთან.

თევზები

მარტში თქვენგან საჭირო იქნება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა და უარის თქმა იმაზე, რაც თქვენთვის ასე თუ ისე მნიშვნელოვანია. ამგვარი დათმობები მოგვიანებით თქვენს საკეთილდღეოდ შემოგიბრუნდებათ. არის შანსი, რომ მიიღოთ საკმაოდ ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც დაგეხმარებათ მომავლის სწორად წარმართვაში. ფინანსური კუთხით მოსალოდნელია გართულებები. მოგიწევთ, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ სხვადასხვა ფინანსურ პრობლემებს და თავად იზრუნოთ მატერიალური სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ნაკლებად გქონდეთ სხვების დახმარების იმედი და კონცენტრირება საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე მოახდინეთ. გახსოვდეთ, რომ გამოსავალს აუცილებლად იპოვნით, თუკი კარგად დაფიქრდებით და არსებულ სიტუაციას სხვადასხვა კუთხით განიხილავთ. სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია მცირედი ცვლილებები. საშუალება მოგეცემათ, გაიგოთ უფრო მეტი საყვარელი ადამიანის შესახებ და მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, რაც აქამდე არ იცოდით. თქვენს შორის არსებული პატარ-პატარა საიდუმლოებები გამჟღავნდება, ხოლო როგორ წარმართავთ ამის შემდეგ ურთიერთობას, ორივე თქვენგანზეა დამოკიდებული. ეცადეთ, გამოიჩინოთ გულწრფელობა პარტნიორის მიმართ და მიიღოთ ის ისეთად, როგორიც არის. ამით ხელს შეუწყობთ ერთმანეთთან დაახლოებას.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s