“კავშირი ღვთაებრივ ენერგიასთან”

ღვთაებრივ ენერგიასთან კავშირი აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს. ეს არის სუფთა, ნათელი ენერგია, რომელსაც ბუნებისგან, კოსმოსისგან ვიღებთ. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ძლიერია კავშირი, უფრო მეტი შესაძლებლობები ენიჭება ადამიანს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში – გაცილებით უფრო დიდი შანსი გააჩნია წინსვლის, თვითგანვითარების და წარმატების მიღწევის, ვიდრე მას, ვისაც ეს კავშირი შესუსტებული აქვს.

“დაწინაურება”

მას, ვისაც აინტერესებს სამსახურში დაწინაურების პერსპექტივა, ტაროს გაშლის აღნიშნული მეთოდი გამოადგება. გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი გამოიყენება დაწინაურების პროგნოზირებისთვის, საშუალებას იძლევა, მოხდეს მოსალოდნელი ცვლილებების განსაზღვრაც კარიერული კუთხით.

“ტოტემის განსაზღვრა”

ტოტემი ინდიელი შამანების ტრადიციებში წარმოადგენს სულს, რომელიც ადამიანს მფარველობს. ტოტემები უამრავი სახისაა და თითოეულ მათგანს გააჩნია უნიკალური, განუმეორებელი თვისება, რომელსაც თავის მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანს გადასცემს.

“საუბარი დამხმარე სულთან”

დამხმარე სულის შესახებ “ტაროს სალონის” ბლოგში უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია. ამიერიდან კი საშუალება გექნებათ, მიიღოთ დამხმარე სულისგან სხვადასხვა სახის ინფორმაცია – რა მიზნით იმყოფება ის თქვენთან, როგორ უნდა იცნოთ, რამდენად დიდხანს გაჩერდება თქვენთან, რის შესახებ გაფრთხილებთ, რისი თქმა სურს თქვენთვის და ა.შ.

“სიტუაცია და გამოსავალი”

ზოგჯერ, როდესაც საჭიროა პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ტაროს 3 ბანქოიან გაშლას მოკლე და კონკრეტული პასუხების მისაღებად, ვიდრე ვრცელი სეანსის ჩატარებას და საკითხის საფუძვლიანად განხილვას. მეთოდი, რომელსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ, დამწყებებისთვისაც ადვილად გამოსაყენებელია და რაც მთავარია, სწორედ იმ ინფორმაციას გაწვდით, რისი მიღებაც გჭირდებათ.

“დამხმარე სულის ამოცნობა”

დამხმარე სული წარმოადგენს სულს, დაბალი რანგის დემონს, მფარველ ანგელოზს და ა.შ., რომელიც ადამიანს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში ეხმარება. როგორც პრაქტიკამ მაჩვენა, მისი ამოცნობა არამარტო მაგიით დაინტერესებული პიროვნებებისთვის არის სასარგებლო, არამედ, მათთვისაც, ვისაც მაგიასთან არანაირი შეხება არ აქვს.

დროის განსაზღვრა ტაროს საშუალებით

  არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომელთა მიხედვითაც ტაროს გაშლისას ხდება დროის განსაზღვრა. ეს მეთოდები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და შემუშავებულია საკმაოდ გამოცდილი და სტაჟიანი ტაროლოგების მიერ. ამიტომ სანამ დამწყები ტაროლოგი დაახლოებით მაინც მიხვდება, რამდენად სწორად იწინასწარმეტყველა დრო, მანამდე საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება უნდა დააგროვოს.