ტაროსკოპი: თებერვალი, 2017


ვერძი

თებერვალში თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესების რისკის ქვეშ დადგება. შეცდომა, რომელიც შესაძლოა თქვენივე დაუკვირვებლობის გამო დაუშვათ, ფინანსურ სფეროზე ნეგატიურად აისახება. თავიდან რომ აირიდოთ მსგავსი გართულებები, გამოიჩინეთ ყურადღება და არ დათანხმდეთ არანაირ შემოთავაზებას, რაშიც ბოლომდე არ იქნებით დარწმუნებული. თებერვალი თქვენთვის არც თუ ისე მსუბუქი თვე აღმოჩნდება. ნაკლებად გქონდეთ გამართლების ან იღბალის იმედი და უფრო მეტად საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებობებს ენდეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ გამოიჩინეთ მოთმინება და ემოციური სითბო. ეცადეთ, ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნაკლებად გაამწვავოთ სიტუაცია და თქვენივე დისკომფორტის ხარჯზე წახვიდეთ გარკვეულ დათმობებზე, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემური სასიყვარულო კავშირი გაქვთ. მომავალში ეს თქვენსავე საკეთილდღეოდ შემოგიბრუნდებათ.

კურო

თებერვალი ახალ ენერგიას და შემართებას მოგიტანთ. გაგიძლიერდებათ ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი და გექნებათ შეგრძნება, რომ სამყარო თქვენს მხარესაა. ასეთი შემართება საშუალებას მოგცემთ, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი მიაგნოთ იდეალურ გამოსავალს, ხოლო ნებისმიერ პრობლემაში ახალი პოტენციალი დაინახოთ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, თუკი თანამშრომლობას დაიწყებთ სხვა ადამიანებთან – მათთან, ვისაც ენდობით, როგორც საქმიან პარტნიორებს. საშუალება გექნებათ, რომ განახორციელოთ ყველაზე წარმოუდგენელი იდეაც კი, თუკი სწორად შეარჩევთ ასეთ საქმიან პარტნიორებს. სასიყვარულო სფეროში შეიძლება ითქვას, რომ ჩიხში შეხვალთ. ზუსტად გეცოდინებათ, რომ დროა, მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში ამ კუთხით, მაგრამ რეალურად ძალიან გაგიჭირდებათ ნაბიჯის წინ გადადგმა და მთელ კონცენტრირებას წარსულზე მოახდენთ – უმეტესად იმ სასიამოვნო მოგონებებზე, რომელთა მოშორებაც გიმძიმთ. თავს ძალას ნუ დაატანთ, მაგრამ ეცადეთ, სწორად შეაფასოთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

ტყუპები

ამ თვეში საშუალება გექნებათ, ბოლომდე მიიყვანოთ პროექტი, რომელიც აქამდე გქონდათ წამოწყებული. ამაში გარშემომყოფებიც დაგეხმარებიან. ზოგადად ეს პერიოდი ურთიერთობების გაუმჯობესების მხრივაც ოპტიმალური იქნება. თუმცა, შესაძლოა, სასიყვარულო კუთხით გარკვეული პრობლემები შეგექმნათ. სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდებით, თქვენი აღქმით უსამართლო იქნება, მაგრამ თუკი შეძლებთ, რომ გაუგოთ საყვარელ ადამიანს და შეცდომებიც აპატიოთ, მდგომარეობას მალევე დაარეგულირებთ. ფინანსური კუთხით წარმატება გელოდებათ – შეძლებთ, რომ ყველაფრის თუ არა, ბევრი საკითხის კონტროლი საკუთარ თავზე აიღოთ და ის ნაბიჯები გადადგათ, რომლებიც თქვენი აზრით ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. თქვენს მიერ დახარჯული დრო და ენერგია შესაბამისად აგინაზღაურდებათ.

კირჩხიბი

ეს თვე თქვენთვის არ იქნება მშვიდი. სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად თქვენგან დიდი ძალისხმევის გამოჩენა იქნება საჭირო. გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა. ის ადამიანები, ვისი იმედიც აქამდე გქონდათ, უარს გეტყვიან დახმარებაზე. ფინანსური კუთხითაც გარკვეულ უსამართლობას წააწყდებით და ვერ შეძლებთ არამარტო მიზნების მიღწევას, არამედ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. გაიზრდება იურიდიულ საკითხებში პრობლემების გაჩენის რისკიც. თუმცა, თქვენ გაგაჩნიათ იმის პოტენციალი, რომ ნებისმიერ გართულებას საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ, ამიტომ არ აჰყვეთ პესიმიზმს. სასიყვარულო კუთხით ურთიერთობის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. მოიმატებს დაქორწინების შანსიც – ამისთვის შესანიშნავი პერიოდი გექნებათ. ეცადეთ, რომ თქვენი გულისტკივილი გაუზიაროთ საყვარელ ადამიანს. იგი შეძლებს როგორც ღირებული რჩევების მოცემას, ასევე, უფრო მეტად დაგიახლოვდებათ, რის შედეგადაც თქვენი კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება.

ლომი

თებერვალში მოგიწევთ გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა არამარტო თქვენი მიზნების მისაღწევად, არამედ სხვა ადამიანების საკეთილდღეოდ. თქვენი მხრიდან გონივრული კომპრომისი გამართლებული იქნება, თუმცა, ეცადეთ, თითოეული ასეთი ქმედებისგან მიიღოთ მნიშვნელოვანი გაკვეთილი. არ დათმოთ, თუკი გგონიათ, რომ ეს ზიანს მოგიტანთ. ფინანსური კუთხით სტაბილურობას მიაღწევთ ან შეინარჩუნებთ. ამ მხრივ რადიკალური ცვლილებები არ გელოდებათ. თუ გაქვთ რაიმე სახის იურიდიული საკითხი მოსაგვარებელი, ეცადეთ, ამ თვეში მოაგვაროთ. თებერვალში კარგი პერიოდი იქნება დაქორწინებისთვის ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის. გამოიჩინეთ თავშეკავება რთულ სიტუაციებში და შეძლებთ, გაუმკლავდეთ ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი.

ქალწული

ამ თვეში მოგიწევთ, სრული პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს ცხოვრებაზე. არ შეგეშინდეთ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის, თუკი ამას გარემოება მოითხოვს. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები და მოიქეცით თამამად. თქვენში ძლიერი პოტენციალია მიზნების მისაღწევად. ფინანსური კუთხით სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. თქვენი მატერიალური მდგომარეობა არამარტო გაუმჯობესდება, არამედ დასტაბილურდება და საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ ის იდეები, რომელთა განხორციელებასაც აქამდე ვერ ახერხებდით. სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები. ურთიერთობა, რომელშიც იმყოფებოდით, დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ეცადეთ, გამოასწოროთ თქვენი სასიყვარულო კავშირი, მაგრამ მოახერხეთ ეს ზედმეტი კონფლიქტების გარეშე. უარი თქვით ყველაფერზე, რაც ამ ურთიერთობას პრობლემურს ხდის. გახდით უფრო მეტად მიმტევებელი და მომთმენი.

სასწორი

ეს თვე საშუალებას მოგცემთ, გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და პროფესიონალიზმი ამა თუ იმ საკითხში და მოიპოვოთ წარმატება. თქვენ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე აცნობიერებთ. თუკი გონივრულად გარისკავთ, გაცილებით მალე მიაღწევთ მიზანს, ვიდრე წარმოიდგენდით. ენდეთ თქვენს ცოდნას და გამოცდილებას. გარდა ამისა, აკონტროლეთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროები და საშუალება არ მისცეთ გარშემომყოფებს, თქვენზე ნეგატიური გავლენა მოახდინონ. ფინანსური კუთხით შეძლებთ სტაბილურობის მოპოვებას, თუმცა, დიდი ცვლილებები არ გელოდებათ ამ მხრივ. სასიყვარულო კუთხით საშუალება მოგეცემათ, განაახლოთ ძველი ურთიერთობა, რომელიც თქვენთვის ოდესღაც მნიშვნელოვანი იყო. მართალია, ეს საკმაოდ პრობლემური გახდება და გაგიჭირდებათ ამ ურთიერთობის დარეგულირება, მაგრამ მონდომების შემთხვევაში ეტაპობრივად ყველაფერი გამოგივათ.

მორიელი

თებერვალში გაიზრდება იმის რისკი, რომ თქვენი გეგმები აირიოს და ვეღარ შეძლოთ ჩანაფიქრის განხორციელება. ამ პერიოდში სიტუაციის დარეგულირებაზე უარს გეტყვიან ის ადამიანებიც, რომელთა დახმარების იმედიც გქონდათ. დაწყებული საქმე შეფერხდება, რაც იმედგაცრუებას მოგიტანთ, მაგრამ თუკი დამოუკიდებლად და გონივრულად იმოქმედებთ, ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ. ფინანსური კუთხით სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. გაგიჩნდებათ ახალი იდეები მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. თუკი რაიმე ფინანსური პრობლემა გაგაჩნიათ, შეძლებთ, რომ სწორედ ამ პერიოდში მოაგვაროთ. სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია პარტნიორის მიმართ ვნების გაძლიერება. თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ახალ, განსხვავებულ და საკმაოდ პოზიტიურ საფეხურზე გადავა, რაც კიდევ უფრო დაგაახლოვებთ საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი

საშუალება გექნებათ, განახორციელოთ თქვენი ჩანაფიქრი, რომლის განხორციელებაც ადრე სხვადასხვა მიზეზის გამო ფერხდებოდა. თქვენში ენერგია იმძლავრებს, სტიმული მოგეცემათ და მეტი ენთუზიაზმით შეძლებთ წინსვლას. მოსალოდნელია მოგზაურობაც და ახალი ადგილების მონახულებაც. არ შეგეშინდეთ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღების – ეს გაცილებით მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენი მატერიალური სფერო გაუმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუკი წამოიწყებთ საქმიან ურთიერთობას ან განახორციელებთ ბიზნეს იდეებს სხვა ადამიანებთან ერთად. საქმიანი პარტნიორები შეძლებენ, რომ მნიშვნელოვანი წარმატება მოგიტანონ ფინანსური კუთხით. სასიყვარულო ურთიერთობაში არ ეცადოთ, რომ საყვარელ ადამიანს ჩამოშორდეთ სხვადასხვა პრობლემების გამო ან მოახდინოთ დროებითი იზოლაცია მისგან. პირიქით, უმჯობესია, თუკი მოუსმენთ ერთმანეთს და ერთობლივად განიხილავთ სხვადასხვა საკითხებს. ეს დაგეხმარებათ კონფლიქტების და გაუგებრობების მოგვარებაში.

თხის რქა

ამ თვეში გაგიძნელდებათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების მართვა. არსებობს რისკი, რომ დაკარგოთ კონტროლი იმაზეც კი, რასაც აქამდე იდეალურად უძღვებოდით. თქვენი მცდელობები, რომ თავი დააღწიოთ ასეთ სიტუაციას, ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ ჩაივლის. ამიტომ იმის მაგივრად, რომ მთელი ძალით ეცადოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას და მთელი თქვენი ენერგია პრობლემური საკითხებისკენ მიმართოთ, დაფიქრდით, რა იწვევს ამ პრობლემებს. ებრძოლეთ მიზეზებს და არა – შედეგებს. ფინანსური კუთხითაც მცირედი პრობლემებია მოსალოდნელი, ამიტომ შეგიძლიათ, რჩევისთვის მიმართოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით და რომლებიც თქვენთვის ავტორიტეტებს წარმოადგენენ. სასიყვარულო სფეროში შეძლებთ, რომ ჩაახშოთ კონფლიქტური სიტუაციები და თქვენს პარტნიორთან ხელახლა ეცადოთ ურთიერთობის ჩამოყალიბებას იმ ნამსხვრევებისგან, რომლებიც წარსულიდან შემოგრჩათ. თუმცა, არსებობს იმის შანსიც, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ის ადამიანი, რომელთანაც ოდესღაც სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებდათ და სწორედ მასთან სცადოთ კავშირის განახლება.

მერწყული

თებერვალში თქვენს მიერ გაკეთებული ყოველი კეთილი საქმე დაგიფასდებათ. საშუალება გექნებათ, აისრულოთ თქვენი ოცნებები. კარგი პერიოდი გექნებათ ახალი ცხოვრების დაწყებისთვისაც და ამას ზედმეტი გართულებების გარეშე შეძლებთ. ფინანსური კუთხით საინტერესო ცვლიებებია მოსალოდნელი. არის შანსი, რომ მიიღოთ უჩვეულო ბიზნეს შემოთავაზება ან მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად არატრადიციულ, თქვენთვის აქამდე უცნობ მეთოდებს მიმართოთ. სასიყვარულო სფეროში შესაძლოა, სიტუაცია გართულდეს და მდგომარეობის დასარეგულირებლად საჭირო გახდეს თქვენს მავნე ჩვევებზე ან უარყოფით თვისებებზე უარის თქმა. თუკი დათმობაზე წახვალთ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში და თუკი ეცდებით საკუთარ თავში თუნდაც მცირე ცვლილებების შეტანას, შეძლებთ თქვენი ურთიერთობის განმტკიცებას და პარტნიორთან დაახლოებას.

თევზები

ამ თვეში გაგიჭირდებათ თქვენი ცოდნის და გამოცდილების დემონსტრირება. იმ საქმის კეთებაც კი რთული აღმოჩნდება თქვენთვის, რომელშიც პროფესიონალურ დონეზე ერკვევით. ყურადღება მიაქციეთ მიზეზებს, რის გამოც არ გამოგდით რაიმე მიზნის მიღწევა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. შესაძლოა, დასვენება გესაჭიროებათ, რის შემდეგაც ჩვეულ რიტმში განაგრძობთ ცხოვრებას. ფინანსური კუთხით მოსალოდნელი არ არის მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები. სამაგიეროდ, არსებობს იმის რისკი, რომ ფული უაზროდ გაფლანგოთ ან სხვა ადამიანის გამო ამ თვეში ფინანსური დანაკარგი გქონდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი სურვილების და ადამიანების მიმართ, რომ არ აჰყვეთ ემოციებს და თანხა გონივრულად ხარჯოთ. თქვენი სასიყვარულო სფერო აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადაინაცვლებს. საშუალება მოგეცემათ, ჩამოაყალიბოთ სრულიად განსხვავებული კავშირი ამჟამინდელ პარტნიორთან ან წამოიწყოთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა სხვა ადამიანთან. იყავით მზად ცვლილებებისთვის, თუკი გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება გამრავალფეროვნდეს.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s