“ტაროლოგიური პორტრეტი”


002

ადამიანის დაბადების თარიღის მეშვეობით შესაძლებელია მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა. არსებობს სხვადასხვა საშუალებები ასეთი პორტრეტების შესადგენად. მათ შორის გამორჩეულია ტარო.

ტაროლოგიური პორტრეტის შედგენის შემდეგ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:

  • დახასიათება – ბავშვობა, მოზარდობა
  • დახასიათება – ზრდასრულობა
  • დახასიათება – მოხუცებულობა
  • კომპლექსები, შიშები
  • ის, რაც უნდა გააკეთოთ ამ ცხოვრებაში
  • თანდაყოლილი ნიჭი, უნარი
  • სულიერი ჰარმონია
  • როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს
  • როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები
  • როგორ უნდა შეასრულოთ კარმული დავალება

თუ გაინტერესებთ, მთლიანობაში როგორ გამოიყურება ტაროლოგიური პორტრეტი, იხილეთ საჩვენებელი ვარიანტი:

1.დახასიათება – ბავშვობა, მოზარდობა (განდეგილი): იყავით მშვიდი ადამიანი. გიყვარდათ განმარტოება, სიწყნარე. კარგად გესმოდათ დროის ფასი და მიდრეკილი იყავით ღრმა აზროვნებისკენ, სხვადასხვა მოვლენების საფუძვლიანად განხილვისკენ. ზოგჯერ ძალიან იძირებოდით საკუთარ შინაგან სამყაროში და გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდით. იყავით მორიდებული. ხშირად ჩრდილში იმყოფებოდით და არ ცდილობდით თქვენი შესაძლებლობების საქვეყნოდ წარმოჩენას. არც თუ ისე იშვიათად თქვენი ასეთი საქციელის მიღმა ზედმეტი წინდახედულობა იმალებოდა. იყავით ადამიანების მესაიდუმლე, რადგან კარგად გეხერხებოდათ სხვების საიდუმლოებების შენახვა. ცდილობდით, სიმართლისთვის მაქსიმალურად გაგესწორებინათ თვალი და ყოველი საკითხი განგეხილათ სხვადასხვა კუთხიდან. შეგეძლოთ კარგი რჩევების მიცემა მათთვის, ვინც დახმარებას გთხოვდათ.

2.დახასიათება – ზრდასრულობა (შეყვარებულები): ხართ ძალიან მოსიყვარულე, მიმზიდველი, ვნებიანი, რომანტიკული, მიმნდობი პიროვნება. ადამიანებში ორმხრივ გაგებას ეძებთ და ცდილობთ, ნებისმიერი სახის ურთიერთობას – სასიყვარულოს, მეგობრულს, საქმიანს – ჰარმონიული და მყარი საფუძველი შეუქმნათ. გაქვთ კარგი ჯანმრთელობა. ხშირად გიჭირთ არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. ზოგჯერ მერყევ ხასიათსაც ამჟღავნებთ, მაგრამ სწორად გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს თქვენთვის ბევრად დადებითი შედეგი მოაქვს, ვიდრე ამ ნაბიჯის გადადგმამდე ფიქრობდით.

3.დახასიათება – მოხუცებულობა (იმპერატორი ქალი): იქნებით მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც აღმერთებს კომფორტს. გაგიძლიერდებათ შემოქმედებითი უნარი, ეცდებით მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას. გვერდით გეყოლებათ ისეთი პარტნიორი, რომელთანაც ჰარმონიული კავშირი გექნებათ. მიიღებთ იმას, რისკენაც ისწრაფვოდით და სამყაროს, ადამიანებს, ბუნებას თქვენს სიყვარულს გაუზიარებთ.

4.კომპლექსები, შიშები (კოშკი): მიდრეკილება გაქვთ დეპრესიისკენ, ნერვული დარღვევებისკენ და ნერვოზისკენ. ზოგჯერ საჭირო ხდება ექიმების ჩარევა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. არ შეგიძლიათ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. თქვენს წარსულს საშუალებას აძლევთ, გავლენა მოახდინოს თქვენსავე აწმყოზე. გიჭირთ წყენის, ნეგატიური მოგონებების და განცდების დავიწყება, ასევე სულიერი ტრავმების გადალახვა. თუ რაიმე საქმე არ გამოგდით, თავს იმართლებთ იმით, რომ ეს თქვენი წარსულიდან გამოყოლილი რომელიმე ნეგატიური თვისების ბრალია და რომ ეს თვისება ბავშვობაში არც თუ ისე კარგი ცხოვრების პერიოდში ჩამოგიყალიბდათ. თავის გასამართლებლად მიმართავთ სხვა ადამიანების დადანაშაულებასაც. ადანაშაულებთ ბედისწერასაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ გიმართლებთ. ზოგადად გჩვევიათ თქვენი დანაშაულის სხვებზე გადაბრალება. გაქვთ მიდრეკილება გაუცნობიერებელი დესტრუქციული მოქმედებებისკენ, რომლებიც ძირითად შემთხვევებში მიმართულია საკუთარი თავისკენ. შედეგად საკუთარ საქმეებს თავადვე იფუჭებთ.

5.ის, რაც უნდა გააკეთოთ ამ ცხოვრებაში (ჯადოქარი): გარშემომყოფებს ჰარმონია უნდა მოუტანოთ. საჭიროა, ყურადღება მიაქციოთ მეტყველებას და წერის სტილს. აუცილებლად უნდა ისწავლოთ ის, რაც გაინტერესებთ და მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენოთ. დააკვირდი თქვენს დამოკიდებულებას დედმამიშვილებთან, ნათესავებთან და თანატოლებთან მიმართებაში. თავდაპირველად საკუთარი თავი ისეთად უნდა მიიღოთ, როგორიც ხარ და როცა გააცნობიერებთ თქვენს პლუს-მინუსებს, მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნოთ განვითარებაზე. თუ თქვენ უარს ამბობთ სწავლაზე და ორატორული ნიჭის გამოყენებაზე, უშვებთ ძალიან დიდ შეცდომას. მომავალში ასეთი მოქცევა დისჰარმონიას მოგიტანთ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის დროს. ხალხს რჩევებით უნდა დაეხმაროთ და შეძლოთ მათთვის დაძაბულობის მოხსნა. უნდა მიაღწიოთ იმას, რომ თქვენთან საუბრის შემდეგ ადამიანი თავს კარგად, დამშვიდებულად გრძნობდეს და თქვენმა სიტყვებმა მის გონებაზე, სულზე ანაბეჭდი დატოვოს. გაქვთ უნარი, რომ გახდეთ კარგი მწერალი ან ორატორი.

6.თანდაყოლილი ნიჭი, უნარი (ჩამოკიდებული კაცი): თქვენ სხვებისგან საკმაოდ გამორჩეული უნარით ხართ დაჯილდოებული. თქვენს ლოცვებს და თხოვნას ღმერთის ან მაღალი ძალების მიმართ გაცილებით მალე მოაქვს შედეგები, ვიდრე სხვა ადამიანების შემთხვევაში. ადვილად შეგიძლიათ მედიტირება და ქვეცნობიერთან, ღმერთთან, სხვა სამყაროებთან კავშირის დამყარება. შესანიშნავად ერკვევით საკუთარ და სხვა ადამიანების ემოციებში, რაც ხელს გიწყობთ ურთიერთობების ადვილად ჩამოყალიბებაში. შეგიძლიათ, მიხვდეთ, რა მინიშნებებს გაძლევთ თქვენი ქვეცნობიერი. თქვენ უმაღლესი ძალები გმფარველობენ. თქვენს ლოცვებს შეუძლია, ადამიანი განკურნოს და განწმინდოს ენერგეტიკულ დონეზე. თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ, ყველაფერი თავდაყირა დააყენოთ, დაიწყოთ აბსოლუტურად სხვა ცხოვრება და წამოაყენოთ აბსოლუტურად სხვა მსოფლმხედველობა, რომელსაც გარშემომყოფებს გაუზიარებთ.

7.სულიერი ჰარმონია (თავშეკავება): სულიერი ჰარმონიის მოპოვებას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავთ ბალანსს შინაგან და გარე სამყაროებს შორის, თუ გარს შემოიკრებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან მშვიდები და გაწონასწორებულები და თუ იქონიებთ პოზიტიურ ურთიერთობებს როგორც ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან, ასევე სამსახურში თანამშრომლებთან და უცნობებთანაც კი.

8.როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს (სამყარო): თვლით, რომ ხართ ტოლერანტული, კაცთმოყვარე, თავისუფალი ადამიანი, რომელიც მზადაა ნებისმიერი სიახლისთვის, თუნდაც უცნაურისთვის. ახალგაცნობილ ხალხზე არ მსჯელობთ პირველი შთაბეჭდილებების მიხედვით. გიყვართ მთელი სამყარო და თავს კომფორტულად გრძნობთ ფართო საზოგადოებაში, თუმცა, ზოგჯერ ცივილიზაციისადმი შიში გიპყრობთ და ფიქრობთ, რომ ასეთ სამყაროში თქვენი ადგილი არ არის.

9.როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები (ვარსკვლავი): გარშემომყოფების თვალში ძალიან მიმზიდველი ადამიანი ხართ. მათ სიმპათიას დიდი ძალისხმევის გარეშე იმსახურებთ, რადგან თვლიან, რომ ძალიან კეთილშობილი, სიმპათიური, მეგობრული, კომუნიკაბელური, არტისტული, ელეგანტური, მომხიბვლელი, ზოგადად დადებითი პიროვნება ხართ.

10.როგორ უნდა შეასრულოთ კარმული დავალება (სიკვდილი): უნდა მიეჩვიოთ მუდმივ ცვლილებებს და მზად იყოთ, ნებისმიერ დროს დაუსვათ წერტილი ყველაფერს, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. უნდა შეგეძლოთ, შინაგანად განიწმინდოთ ყოველგვარი ზედმეტი ბარიერისგან და დაბრკოლებისგან, ასევე წარსულის გადმონაშთებისგან. საჭიროა, ისწავლოთ ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობა, სიცოცხლის გადარჩენა და დახმარების აღმოჩენა მათთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

ფასი: 40 ლარი

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s