“ცხოვრებისეული მისიის დადგენა”


001

ყველა ადამიანი გარკვეული ცხოვრებისეული მისიით იბადება, თუმცა, ამ მისიას ძალიან ბევრი მათგანი ვერ აცნობიერებს და შესაბამისად, ვერც ახორციელებს. არადა, იმისთვის, რომ სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდეთ და ამ ცხოვრებაშიც მოვიპოვოთ წარმატება, საჭიროა, ვიცოდეთ, თუ რისთვის მოვევლინეთ სამყაროს.

არსებობს ცხოვრებისეული მისიის დადგენის სხვადასხვა საშუალებები. “ტაროს სალონში” ამის განსაზღვრისთვის გთავაზობთ ტაროს. აღსანიშნავია, რომ ამ საშუალებით მისიის დადგენა ხდება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ, რადგან ადამიანის მთავარი დავალება მისი სიცოცხლის მანძილზე არ იცვლება. ეს მეთოდი გამოცდილია წლების მანძილზე და მისი გამოცდა დღესაც გრძელდება, კეთდება აღმოჩენები და საერთო მასალას ახალ-ახალი ინფორმაცია ემატება.

ცხოვრებისეულ მისიას განსაზღვრავს 2 არკანა – ძირითადი და დამატებითი. ძირითადი არკანა პასუხს აგებს ადამიანის მთავარ მისიაზე ამ ცხოვრებაში და მისი გავლენა პიროვნებაზე უფრო ძლიერია, ვიდრე დამატებითი არკანის. დამატებითი არკანის გავლენა ზოგჯერ არაა შესამჩნევი ან ფონად გასდევს ადამიანის ცხოვრებას. თუმცა, ორივე მათგანი კარგად ასახავს პიროვნების შესაძლებლობებს და კარმულ დავალებას და სწორედ მათი კომბინაცია იძლევა პასუხს შეკითხვაზე, თუ რა მისია აკისრია ადამიანს ამ ცხოვრებაში.

გასათვალისწინებელია, რომ ცხოვრებისეული მისიის დადგენა შეიძლება მოხდეს როგორც პირველივე ცდაზე, ასევე, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. ყველაფერი დამოკიდებულია არკანების სწორად ამოსვლაზე.

ცხოვრებისეული მისიის დადგენის შედეგად თქვენ გაიგებთ:

  • რაში მდგომარეობს თქვენი ამქვეყნიური მისია
  • რა სახის ფსიქოლოგიური თავისებურებები გახასიათებთ
  • რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრებისეული მისია შეასრულოთ
  • რა არ უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრებისეული მისია შეასრულოთ
  • რომელია თქვენი შესაფერისი პროფესია და სამუშაო
  • როგორია თქვენი ურთიერთობების სფერო
  • რა სახის კარმული დავალება გაგაჩნიათ
  • სულიერი განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფებით ამჟამად

გაითვალისწინეთ, რომ მისიის დადგენა ხდება Online რეჟიმში და საჭიროებს კლიენტის უშუალო მონაწილეობას.

ფასი: 50 ლარი

Advertisements

2 thoughts on ““ცხოვრებისეული მისიის დადგენა”

  1. გამოხმაურება: ტაროთი კონსულტაციის დისტანციური საშუალებები | ტაროს სალონი

  2. გამოხმაურება: რატომ ვერ ხერხდება ცხოვრებისეული მისიის დადგენა? | ტაროს სალონი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s