“წლის არკანის განსაზღვრა”


003

წლის არკანა წარმოადგენს პირად არკანას, რომელიც ყოველწლიურად იცვლება და რომლის განსაზღვრაც ხდება ინდივიდუალურად, საკუთარი დაბადების თარიღის მონაცემების მიხედვით.

საჩვენებლად გთავაზობთ “წლის არკანა” – “სულელის” განმარტებას:

ეს წელი თქვენთვის იქნება ცვლილებების და მოულოდნელობების წელი. შესაძლებელია მოგზაურობა, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში ან ქალაქში გადასვლა, ასევე სამუშაო ადგილის შეცვლა. გელოდებათ ახალი ნაცნობობა და ახალი მოვლენები. არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი გეგმები არ დააწყოთ, მომავალზე ფიქრით თავი არ დაიტვირთოთ და დაიწყოთ მხოლოდ აწმყოთი ცხოვრება, ხოლო წარსული დაივიწყოთ და მოგონებებზე კონცენტრირება აღარ მოახდინოთ. თქვენს მიერ ჩადენილი დაუფიქრებელი საქციელი გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევს, რადგან თქვენ უკვე ვეღარ ჩაჯდებით მიღებულ ნორმებსა და სტანდარტებში. იღბალი მთელი წლის მანძილზე თქვენთან იქნება. თქვენ უნდა გაჰყვეთ თქვენს ინსტინქტებს და ეს საშუალებას მოგცემთ, სხვადასხვა ადამიანები, მოვლენები და სიტუაციები ახალი კუთხიდან დაინახოთ. საშუალება გექნებათ, რომ მიიღოთ უდიდესი სარგებელი იმისგან, რისგანაც სხვები ვერაფერს იღებენ და ასევე მიიღოთ ბევრი რამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, როცა იგივეს მისაღებად სხვებს დიდი ენერგიის ხარჯვა უწევთ. თუმცა, საჭიროა, იყოთ ფრთხილი, დაკვირვებული და უკიდურესობებში არ გადავარდეთ, რათა არ გამოიწვიოთ პრობლემები, რომლებიც დიდი ალბათობით მომდევნო წელსაც გადმოგყვებათ. მეორე მხრივ თქვენი რწმენა “ბედნიერი შემთხვევითობების” და იღბლიანობის მიმართ საშუალებას მოგცემთ გააცნობიეროთ, რომ სამყარო სავსეა შესაძლებლობებით. საჭიროა მხოლოდ სწორი გზით სიარული. ამიტომ ენდეთ სამყაროს. იყავით მოგზაური, შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები, გახდით უფრო მიმნდობი თუნდაც მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ და ნუ გაჩერდებით ერთ ადგილზე. გჯეროდეთ, რომ თქვენ გაცილებით მეტი შეგიძლიათ, ვიდრე თავად გგონიათ.

კარიერა და ფინანსები: მოსალოდნელია ახალ სამსახურში მუშაობის დაწყება ან შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენა. კონცენტრირება მოახდინეთ ისეთ სამსახურზე, რომელიც ნაკლებად იწვევს თქვენს შეზღუდვებს, რადგან ზედმეტი პასუხისმგებლობების გამო შეიძლება, საერთოდ დაკარგოთ მუშაობის სურვილი. გაიღრმავეთ ცოდნა იმ სფეროში, სადაც მუშაობას დაიწყებთ. გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა და შეძლებთ, რომ ახალ დავალებებს წარმატებით გაუმკლავდეთ.

სიყვარული: მოსალოდნელია, რომ უარი თქვათ სერიოზულ ურთიერთობებზე და რაც შეიძლება ნაკლები პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ პარტნიორთან მხოლოდ სასიამოვნო ემოციები გაკავშირებდეთ, ხოლო როგორც კი რაიმე პრობლემა შეიქმნება, ზედმეტი ფიქრის გარეშე ჩამოშორდეთ მას. არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ წამოიწყოთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სიმსუბუქეს შემოიტანს ან სრულიად განაახლოთ თქვენი ამჟამინდელი კავშირი საყვარელ ადამიანთან. კარგი პერიოდია ბავშვის გაჩენისთვისაც.

ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კარგი იქნება და ნაკლებად შეგაწუხებთ რაიმე დაავადება, თუმცა, მოგიწევთ ყურადღების გამახვილება სხვადასხვა უსიამოვნო სიმპტომებზე, თუკი არ გსურთ, რომ თქვენს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოგეპაროთ.

რჩევები:

  1. დაიწყეთ რაიმე ახალი, იქნება ეს სამუშაო, ჰობი თუ ახალი ცხოვრება. უარი არ თქვათ სიახლეებზე და ცვლილებებზე.
  2. მიიღეთ სხვადასხვა სახის გამოცდილება, გაიღრმავეთ ცოდნა და გამოიყენეთ ეს ცოდნა პრაქტიკაში.
  3. ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოთ ნებისმიერი ცვლილებისთვის, ამიტომ იმუშავეთ საკუთარ თავზე ამ მხრივ, დაძლიეთ შიშები და გაუბედაობა.
  4. გარისკეთ თამამად და გქონდეთ საკუთარი იღბლიანობის იმედი.
  5. ენდეთ საკუთარ თავს. მხოლოდ ასე შეძლებთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას და წინსვლას.
  6. იმოგზაურეთ, შეიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი თუნდაც დროებით. ყოველი ასეთი ქმედება ახალ-ახალ შესაძლებლობებს გაგიჩენთ.
  7. გაიფართოვეთ მსოფლმხედველობა, ყურადღებით მოუსმინეთ საწინააღმდეგო ან უჩვეულო აზრებს.
  8. შეინარჩუნეთ პოზიტივი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. მიუდექით სხვადასხვა სერიოზულ საკითხებს იუმორით.
  9. გამოავლინეთ ცნობისმოყვარეობა, ნუ მოგერიდებათ ამის.
  10. არ შეგეშინდეთ ქაოსის, რადგან სწორედ ეს მოგცემთ ყველაფრის დალაგების საშუალებას.

ფასი: 25 ლარი

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s