ტაროსკოპი: იანვარი, 2017


ვერძი

იანვარში ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. შესაძლოა, მოძებნოთ ფულის გამომუშავების ახალი გზები, მაგრამ სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მანამდე კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ ამ გზების პლუსები და მინუსები. სასიყვარულო კუთხით მოგიწევთ გარკვეულ დათმობებზე წასვლა, რათა პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ. მოუსმინეთ ერთმანეთს და თუკი რაიმე სახის პრობლემა გაჩნდება, ერთად ეძებეთ მიზეზები და მათი გადაჭრის ხერხები. ეს თვე საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ ოპტიმისტური განწყობა და განახორციელოთ თქვენი იდეები, რომელთა განხორციელებაც დიდი ხანია, გსურდათ. გაგიძლიერდებათ საკუთარი თავის რწმენა და მეტი ენთუზიაზმით განეწყობით.

კურო

ფინანსების მხრივ მოსალოდნელია სხვადასხვა გართულებები. სიტუაცია, რომელსაც აქამდე თავისუფლად მართავდით, თქვენს კონტროლს აღარ დაექვემდებარება. გაგიჭირდებათ წინსვლა, განვითარება და პროგრესი ფინანსური კუთხით. არ აჩქარდეთ და არ ეცადოთ, რომ დიდი ძალისხმევით იბრძოლოთ ამ მდგომარეობის შესაცვლელად. პირიქით, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, რათა ყველაფერი დრომ გამოასწოროს. თუკი სასიყვარულო ურთიერთობაში რაიმე სერიოზული სახის შეცდომები გაქვთ დაშვებული, შესაძლოა, ვეღარ შეძლოთ მათი გამოსწორება. ეცადეთ, არ დაუშვათ ახალი შეცდომები და შეინარჩუნოთ ის ურთიერთობა, რომელიც ახლა გაქვთ, რადგან გაუმჯობესების შანსები მცირე იქნება. იანვარში საშუალება გექნებათ, იმუშავოთ საკუთარ თავზე და უარყოფით თვისებებზე. მოიშორეთ ის, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. გახსოვდეთ, რომ თქვენ გაცილებით მეტის მიღწევა შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ.

ტყუპები

თქვენი ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობა რისკის ქვეშ დადგება. საჭირო იქნება დიდი ძალისხმევა, რომ თავიდან აირიდოთ გართულებები ან მოაგვაროთ უკვე არსებული პრობლემები. თუ გსურთ მდგომარეობის შეცვლა, არ მოეშვათ და არ ჩაიქნიოთ ხელი, რადგან ამით უფრო გააუარესებთ სიტუაციას. სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია საგრძნობი გაუმჯობესებები. საყვარელ ადამიანთან უფრო მეტად განმტკიცდება თქვენი ურთიერთობა და დასტაბილურდება. თუკი იანვარში გეგმავთ იურიდიული საკითხების მოგვარებას, შეგიძლიათ, თამამად იმოქმედოთ. ამ მხრივ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ წარიმართება. გამოიჩინეთ გარშემომყოფებთან სამართლიანობა, არ აჰყვეთ ჭორებს და ეცადეთ, არ გახდეთ ინტრიგების მსხვერპლი. თქვენი ყოველი ქმედება მოგიტანთ შესაბამის შედეგებს, ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ და დაფიქრდით მანამდე, სანამ რეალურ მოქმედებაზე გადახვალთ.

კირჩხიბი

იანვარში თქვენი ფინანსური მდგომარეობა განახლების ეტაპზე გადავა. შესაძლოა, დაიწყოთ ახალ სამსახურში მუშაობა. თუმცა, საჭიროა, რომ თავადაც შეიცვალოთ და მოიშოროთ ის უარყოფითი ჩვევები და თვისებები, რაც ხელს გიშლით მატერიალური სტაბილურობის მოპოვებაში ან მუშაობაში. სასიყვარულო კუთხით ერიდეთ კონფლიქტების წარმოშობას. არსებობს იმის რისკი, რომ საუკეთესო ურთიერთობაც კი სამუდამოდ გააფუჭოთ და დაანგრიოთ. ამ თვეში საშუალება გექნებათ, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება, მაგრამ ამისთვის გამოიყენოთ წარსულის გამოცდილებაც. ის, რაც აქამდე ისწავლეთ და რაც აქამდე მოგყვათ თქვენს ცხოვრებაში, გამოგადგებათ მომავალშიც, მაგრამ საჭიროა, მოახდინოთ ღირებულებების გადაფასება. მოიშორეთ ყოველივე ზედმეტი და გადადგით ნაბიჯი წინ.

ლომი

ეს თვე თქვენთვის რადიკალური ცვლილებების თვე იქნება. შესაძლოა, დაიმსხვრას ყველაფერი, რაც კი აქამდე არსებობდა თქვენს ცხოვრებაში და ამით გზა გაგეხსნათ მნიშვნელოვანი სიახლეებისკენ. ეცადეთ, გადალახოთ ეს პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიოთ მოვლენების ბუნებრივად განვითარებას. თუმცა, დადებითი ცვლილებები ფინანსური კუთხით ჯერჯერობით არაა მოსალოდნელი. ამ მხრივ შესაძლოა, მოექცეთ იზოლაციაში, ჩამოშორდეთ თანამშრომლებს, საქმეებს დამოუკიდებლად, მაგრამ უხარისხოთ გაუძღვეთ, ამიტომ ეცადეთ, ფინანსური სტაბილურობის პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე არ აიღოთ და დახმარებისთვის სხვებსაც მიმართოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში პროგრესი გელოდებათ. საყვარელ ადამიანს უფრო მეტად დაუახლოვდებით და მასთან უფრო მეტ საერთოდ აღმოაჩენთ. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ამ ადამიანზე იზრუნოთ და დიდი რაოდენობით სიყვარული აჩუქოთ.

ქალწული

იანვარში თქვენი ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე სტაბილური გახდება. მოსალოდნელია, შეგექმნათ გარკვეული პრობლემები მატერიალურ სფეროსთან და სამსახურთან დაკავშირებით, მაგრამ თუ გონივრულად იმოქმედებთ, პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ, სხვების დახმარების გარეშე. სასიყვარულო კუთხით შესაძლოა, ძველმა შეცდომებმა ახლა გამოიღოს უსიამოვნო შედეგები. თუმცა, თუკი თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს გულწრფელად აღიარებთ, შეძლებთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა არამარტო შეინარჩუნოთ, არამედ, განამტკიცოთ კიდეც. ეს თვე თქვენთვის სასიამოვნოდ წარიმართება. მთავარია, რომ საშუალება არ მისცეთ გარეფაქტორებს, უარყოფითად იმოქმედონ თქვენს განწყობაზე.

სასწორი

ამ თვეში ყურადღება გამოიჩინეთ ზოგადად ყველაფრის მიმართ. დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, აზრებს, გარემოცვას, მოვლენებს, რათა არ გამოგრჩეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალები. არსებობს იმის რისკი, რომ მოულოდნელმა პრობლემებმა თქვენი ჩვეული ცხოვრების რიტმი შეცვალოს. ამიტომ მსგავსი გართულებები რომ აირიდოთ თავიდან, აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ. არ ენდოთ დაპირებებს. განიმტკიცეთ საკუთარი თავის რწმენა. ფინანსური კუთხით საშუალება მოგეცემათ, წამოიწყოთ ახალი სამსახური, მაგრამ ამისთვის თავად უნდა იაქტიუროთ და გამოიჩინოთ ინიციატივა. ამ სიტუაციაში დახმარების იმედი მხოლოდ სანდო ადამიანებისგან გქონდეთ. რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, ყველანაირი პრობლემა, რაც საყვარელ ადამიანთან გაქვთ, მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ სწორად შეარჩევთ სიტყვებს დიალოგის გასამართად. ნუ დაელოდებით ინიციატივას პარტნიორისგან. თამამად გამოხატეთ თქვენი გრძნობები და დაანახეთ, რამდენად ძვირფასია ეს ურთიერთობა თქვენთვის.

მორიელი

იანვარში ფინანსური კუთხით მცირედი შეფერხებებია მოსალოდნელი. სამსახურში შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ უფროსთან და თანამშრომლებთან. თუკი დაგჭირდებათ რჩევა კარიერასთან დაკავშირებით, მიმართეთ გავლენიან ადამიანს. სასიყვარულო სფეროში სრული ჰარმონია გელოდებათ. შეძლებთ, რომ თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან განამტკიცოთ და უფრო მეტად იდეალურად აქციოთ. მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. ეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სამართლიანობის განცდა ადამიანებთან მიმართებაში. თქვენი ყოველი ქმედება მოგიტანთ შესაბამის შედეგებს, ამიტომ სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მანამდე კარგად დაფიქრდით.

მშვილდოსანი

ეს თვე თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესო იქნება. გექნებათ საშუალება, იცხოვროთ მრავალფეროვანი ცხოვრებით, წამოიწყოთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, დაიკმაყოფილოთ ინტერესები და შეისწავლოთ რაიმე ახალი. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, მასთან ურთიერთობა გაცილებით პოზიტიური, სასიამოვნო და მტკიცე გახდება. შეძლებთ, რომ ერთობლივი იდეები განახორციელოთ და ერთად მიაღწიოთ წარმატებას სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში. ფინანსური კუთხით მოგიწევთ ყურადღების გამოჩენა. შესაძლოა, გამოჩნდეს ახალი სამსახური ან მიიღოთ ბიზნეს-შემოთავაზება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, რამდენად ღირს ამ წინადადებაზე დათანხმება, რადგან არაა გამორიცხული, თავდაპირველად ვერც კი გააცნობიეროთ, რომ გარკვეულ რისკზე მოგიწევთ წასვლა. არ აჩქარდეთ და კარგად გააანალიზეთ ამ წინადადების პლუს-მინუსები.

თხის რქა

ფინანსური კუთხით იანვარი თქვენთვის არასტაბილური იქნება. შესაძლოა, უარი თქვათ სხვების დახმარებაზე და ყველანაირ საქმეს თავად გაუმკლავდეთ, რაც თქვენს კარიერულ პროგრესზე არც თუ ისე დადებითად აისახება. სასიყვარულო სფეროში ეცადეთ, სამართლიანად მოექცეთ პარტნიორს და დაუკვირდეთ საკუთარ საქციელს. თუკი მიხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, აღიარეთ. რაც უფრო გულწრფელი იქნებით საყვარელ ადამიანთან, უფრო მეტად შეინარჩუნებთ დადებით ურთიერთობას. ამ თვეში არსებობს რისკი, რომ მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილებები, ამიტომ სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, მანამდე კარგად დაფიქრდით. არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ აჩქარება, ხოლო თუკი ეჭვი გეპარებათ რამეში, გარისკვას სჯობს, რომ რჩევა სხვა ადამიანებსაც ჰკითხოთ.

მერწყული

იანვარი რადიკალურ ცვლილებებს მოგიტანთ. შესაძლოა, ეს ცვლილებები მტკივნეულიც კი იყოს, მაგრამ საშუალება მოგეცემათ, მოიშოროთ ყველაფერი, რამაც დაკარგა აქტუალობა, ხოლო დაიტოვოთ ის, რაც მომავალშიც გამოგადგებათ. ისარგებლეთ ამ პერიოდით და ხელი შეუწყვეთ ცვლილებების შემოტანას თქვენს ცხოვრებაში. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, გაწყვიტეთ უსარგებლო ურთიერთობები, გამოასწორეთ უარყოფითი თვისებები. ფინანსური კუთხით გაგიჭირდებათ სტაბილურობის შენარჩუნება, სხვადასხვა სახის წინააღმდეგობები იმოქმედებენ არამარტო მატერიალურ მხარეზე, არამედ, თქვენს კარიერულ წინსვლაზეც. რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, არსებობს იმის რისკი, რომ თქვენივე დაუფიქრებელი საქციელით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ პარტნიორთან მიმართებაში, ამიტომ ეცადეთ, არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და იმოქმედოთ გონივრულად.

თევზები

ამ თვეში თქვენი ფინანსური მდგომარეობა ისეთ სახეს ვერ შეინარჩუნებს, როგორსაც ელოდით. არაკეთილმოსურნეების და კონკურენტების გამო შესაძლოა, შეფერხდეს თქვენი კარიერული წინსვლაც. მაქსიმალურად ეცადეთ, თავი აარიდოთ იურიდიული საკითხების მოგვარებას, ხოლო თუ ეს აუცილებლობას წარმოადგენს, მიმართეთ კარგ და გამოცდილ იურისტს. საყვარელი ადამიანის მიმართ ვნება გაგიძლიერდებათ, თუმცა, მოიმატებს ასევე მესაკუთრეობის და ეჭვიანობის განცდაც, რამაც შესაძლოა, გაუგებრობები გამოიწვიოს. ამიტომ ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები. ეს თვე საშუალებას მოგცემთ, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. მართალია, შეიძლება, თავდაპირველად ეს არ მოგეწონოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წინსვლისა და განვითარებისთვის გარკვეული მსხვერპლის გაღებაც მოგიწევთ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s